ციხის სკანდალური ფაილების ავტორი, ლადო ბედუკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“ხშირად არ ვწერ პოლიტიკურ კომენტარებს, მაგრამ დღეს, როცა ევროპარლამენტის რეზოლუციით აღტკინებული ბნელეთის ყველა მოციქული, ჭინკა ერთხმად ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოკლე სტატუსით შემოვიფარგლები.
– წინასწარგამიზნულად, იურიდიული ფონის შესაქმნელად კოდორის ხეობას სახელი ვინ შეუცვალა? სამაჩაბლოს “სამხრეთ ოსეთის” გაუქმებული სტატუსი ვინ დაუბრუნა? თქვენ!
– კოდორის ხეობა, რომელიც არც ერთ დამპყრობელს საქართველოს ისტორიაში არ დაუპყრია, გატენილი საბრძოლო მასალით ტყვიის გასროლის გარეშე რუსეთს ვინ ჩააბარა? თქვენ!
-ვინ უფეშქაშა ე.წ. სამხრეთ ოსეთს “ლენინგორის რაიონი”, რომელზეც ოსებს პრეტენზიაც არ ჰქონიათ? თქვენ!
– 2008 წლის ომის შემდეგ მთელი სტრატეგიული ობიექტები ( ჟინვალის წყალსაცავიც კი!)რუსეთს ვინ გადაუფორმა? თქვენ!
– 2012 წლამდე რუსულ ფულს “სუნი არ აქვს-ო, “ვინ გაჰკიოდა ? თქვენ!
-რუსეთის მოქალაქეებს პირდაპირ მინისტრებად ვინ სვამდა?! თქვენ!
-რუსეთის სასარგებლო რეზოლუციას, რითაც ფაქტობრივად აღიარეთ საქართველოს მიერ ომის დაწყება და შემდეგ ამით სარფიანად მანიპულირებდით, ვინ დაეთანხმა? თქვენ!
– მისივე განცხადებით ” პუტინს არაფორმალურ ვითარებაში მრავალ ათეულჯერ” ვინ შეხვდა და “ღამები საუბრებში ვის გაუტარებია”? ნეტავ რა თემაზე, სად, რატომ? თქვენ ბელადს!
-2008 წლამდე “კეთილი თვალები “აქვს, ვენდე და არ შემცდარვარ-ო, ვინ ამტკიცებდა? იგივე!
დღესაც რომ საქართველოს საზიანოდ, პირადი ინტერესების გამო, სრული ტყუილებით კვებავთ ევროპარლამენტს ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს განა ვერ და არ ხვდებით?!
ამიტომ, რუსულ საქმეს საქართველოში თუ ასრულებდა და დღემდე ასრულებს ეს არის ერთიანი რუსანალური მოძრაობა და უშუალოდ “საქართველოს სახელმწიფოებრიობის შემქმნელ-დამაარსებელ-აღმაშენებელ” და მრავალი სხვა და სხვა .. ქვეყნის მესამე სირცხვილი და მისი პარტიული სექტა, მედიებ, ენჯეობითურთ”, – წერს ბედუკაძე.