“რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეკონომიკური ომის გამოცხადებაა”

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ეკონომიკური ომის გამოცხადებაა.

მედვედევის განმარტებით, დასავლეთის მიერ დაწესებული შემზღუდველი ზომები უკანონოა.

„ეს არის საერთაშორისო აგრესიის აქტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ცალკეული სახელმწიფოების ან მათი გაერთიანებების მხრიდან”, – აღნიშნ მედვედევმა.

მისი თქმით, რუსეთს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და იმ საზღვრებში, რასაც ის “მიზანშეწონილად მიიჩნევს”.

მედვედევის მტკიცებით, სანქციები რუსეთს დესტაბილიზაციას არ მოახდენს და შედეგი საპირისპირო იქნება. მისი თქმით, მის ქვეყანას ექნება “ნეგატიური ემოციები” სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც სანქციები დააწესეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share