უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა საბრძოლო ძალის 15-20% დაკარგა

რუსეთმა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საბრძოლო ძალის 15-20% დაკარგა,- მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაყვანილი ჯარების ნაწილი ახლა რუსეთის ქალაქების, ბელგოროდისა და ვალუიკისკენ მიემართება, მაგრამ არ არსებობს „მინიშნება“, რომ იქ ახალი ჯარები ელოდებათ.

პენტაგონში განმარტავენ, რომ რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები, რომლებმაც ზარალი განიცადეს, ცდილობენ გაერთიანებასა და აღდგენას ახალი შენაერთების შესაქმნელად.

„რუსეთი ასევე აპირებს 60 000-ზე მეტი წვევამდელის და რეზერვისტის დაკომპლექტებას,“- განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების აღდგენის შემდეგ, ისინი, სავარაუდოდ სამხრეთით, დონბასში გადაინაცვლებენ.

პენტაგონის შეფასებით, დონბასის ოლქში ან მის მახლობლად უკვე 40-ზე მეტი რუსული ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share