აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთიდან ენერგორესურსების, ნავთობის, ქვანახშირის და ბუნებრივი აირის, იმპორტის აკრძალვის შესახებ, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც რუსეთთან და ბელარუსთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების აკრძალვას ითვალისწინებს.