პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მოსახლეობის რაოდენობით საქართველო ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და ამ პირობებში, რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა ზრდა, საშიშ სახეს იღებს.
“ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;
უიმედობის და უპერსპექტივობის გამო შრომისუნარიანი ქართველები მასიურად ტოვებენ საქართველოს და საშიში გზებით ემიგრაციაში მიდიან, მათ ადგილს კი აქ სხვები იკავებენ;
მცოცავი ანექსიის პირობებში ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი და მათ მიერ შეძენილი ქონება სრულიად უკონტროლოა;
საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ უმოქმედობას იჩენს ამ პრობლემებისადმი და ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ დაპირისპირებაშია ჩართული;
ერთიანობაში ეს ყველაფერი ძალიან საშიშ სახეს იღებს;
ეს იმ სცენარს გავს – საქართველო ქართველების გარეშე – რომ უნდა მტერს.
გამოვფხიზლდეთ!
ხვალ შეიძლება გვიან იყოს!“ – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.