ენმ ივანიშვილს რომ გადაეყლაპა, ბევრი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ იარსებებდა – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია TV პირველის ეთერში:
“ნაციონალური მოძრაობა არის განსაკუთრებული პარტია არა მხოლოდ იმის გამო რაც გააკეთა და პრაქტიკულად ჩამოშლილი ქვეყანა აქცია სახელმწიფოდ და საზოგადოების ნაწილს აჩვენა ის, რომ როგორ შეუძლია საქართველოს მოქალაქეს იცხოვროს ისე, როგორც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში ცხოვრობენ და ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდებოდა, რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც და ამის გარეშე ეს ყველაფერი ვერ მოხდა. არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული ეტაპის, პერიოდის განმავლობაში არ იყვნენ მიჩვეულები განსხვავებულ აზრის მოსმენას….
თუ აქამდე ბევრში ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ გავუშვათ ქართული ოცნება და მოვიდეთ ნაციონალური მოძრაობა და ნეგატიურად ხდებოდა საზოგადოების მობილიზება ამით, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მცდელობა ნეგატიური ნიშნით ხდებოდა. დღეს აბსოლუტურად პოზიტიური ნიშნით ხდება საზოგადოების მობილიზაცია და ეს არის ევროპული იდეა. ქართული მთავარი იდეა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში, დასავლეთში და რაც არ უნდა ეომებოდეს ქართული ოცნება თავისი მილიარდებით, ამ ყველაფერს წინ ვერ აღუდგება. არ არის ადვილი პროცესი, ოპოზიციაში ყოფნა, ოპოზიციაში ბრძოლა 10 წლის განმავლობაში, ყოველდღე ჩვენს აქტიურ წევრებს სულ რომ ქორწილებში, დაბადების დღეებზე და კურორტებზე ევლოთ და უზრუნველი ცხოვრება ჰქონოდათ, ეს მობეზრდებოდათ. ახლა წარმოიდგინეთ, 10 წელიწადი, პირდაპირი გაგებით ბრძოლა. პირდაპირი გაგებით მოგერიება, უთანასწორო ორთაბრძოლაში მუდმივად ყოფნა და პირველი წლები განსაკუთრებით, ეს იყო გადარჩენის წლები ხო?! ბრძოლა გადარჩენისთვის, იმიტომ რომ პარტიის წინააღმდეგ იყო მოტანილი მომაკვდინებელი არაერთი იერიში და რომ არა ეს გმირი საყრდენი ბურჯები, ცოცხალი ადამიანების სახით, რომლებმაც ფარ-ხმალი არ დაყარეს 2012 წლის შემდეგ, დღეს ეს პარტია არ იარსებებდა და არათუ ეს პარტია არ იარსებებდა, ჩემი დაკვირვებით და ანალიზით, ბევრი შემდეგ დარეგისტრირებული ოპოზიციური პარტია არ იარსებებდა, ვერც დარეგისტრირდებოდნენ. არ მინდა დავასახელო პარტიის სახელწოდება, რომლებიც შემდგომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ველს შემოუერთდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა, მთავარი, მეინსტრიმული ოპოზიციური პარტია გადაეყლაპა ბიძინა ივანიშვილს, ვინ გაბედავდა, მცდელობაც არ იქნებოდა” – ამბობს მელია.