რუსეთის მოქალაქეების პროვოკაციული ქმედებების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს, რომ საზღვარზე რუსი შემომსვლელების მიმართ მკაცრი კონტროლი დაწესდეს.
სოფო ჭყონიას თქმით, დედაენის ბარზე რუსების თავდასხმამ დაადასტურა, რომ მათი შემოსვლა ქვეყანაში პროვოკაციების მოსაწყობად ხდება.
ჭყონიას თქმით, რუსების შემოგზავნა სპეციალურად ხდება საქართველოში, რათა მოხდეს დაპირისპირება და ეს გახდეს პირდაპირი ოკუპაციის საბაბი რუსეთის მხრიდან.
ბარმა რაც გააკეთა არის გმირობა დღევანდელ სიტუაციაში. იმიტომ რომ ისინი იცავენ იამს, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ თითოეულ ასეთ ინიციატივას და ასეთ ბიზნესს, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ბოროტ ძალას. ეს არის პროვოკატორების დიდი ჯგუფი, რომელიც რუსეთიდან შემოდის და ამას ჩვენი სახელმწიფო არანაირად არ აკონტროლებს და ეჭვი მაქვს რომ სწორედ პროვოკაციებისთვის არის ამდენი რუსი შემოგზავნილი საქართველოში, რომ მოხდეს არეულობა, რომ მოხდეს ქართველებს და რუსებს შორის დაპირისპირება და ეს გახდეს საბაბი, ჩვენი პირდაპირი ოკუპაციის. რუსეთი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში აუცილებლად იქნება და რომ საქართველო რუსეთის გარეშე არაფერი არაა“. – ამბობს სოფო ჭყონია.
მასობრივი შეტევა ოკუპანტებმა „დედაენის ბარზე“ გუშინ მიიტანეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბარში მისულმა ოკუპანტებმა აღმაოჩინეს, რომ ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ იმ პირობით შეძლებდნენ, თუ დაეთანხმებოდნენ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
მასობრივი კიბერ თავდასხმის შემდეგ ბარი რამდენმე საათის განმავლოაბში იყო პარალიზებული.