“ოცნება” მარეგულირებელში “მთავარ არხს”, “ფორმულასა” და “ტვ პირველს” უჩივის – ახალი შეტევა მედიაზე

“ოცნება” კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ახალ იერიშს ამზადებს. პროცესში ხელისუფლებამ ბექაურის უწყება ჩართო. ოლიგარქის გუნდი მთავარ არხს, “ტვ პირველსა” და ტელეკომპანია “ფორმულას” იმ კლიპის გამო უჩივის, რომელიც აქციის “შინ ევროპისკენ” ორგანიზატორებმა მოამზადეს. ამ კლიპში ქართული ოცნების ლიდერების ის განცხადებებია თავმოყრილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ანტიევროპულ და ანტიუკრაინულ კამპანიას აქტიურად ეწევა. კლიპმა ოცნება გააღიზიანა და მედიის წინააღმდეგ ახალი ე.წ სპეცოპერაციაც დაგეგმა.

მარეგულირებელმა კომისიამ სარჩელი 2 დღეში უნდა განიხილოს და დიდი ალბათობით, ბექაურის უწყება კრიტიკულ მედიას მორიგ ფინანსურ სანქციას დააკისრებს.

“რა თქმა უნდა ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ ჩვენ დავარღვიეთ კანონი და რა თქმა უნდა დაგვსჯის. ვფიქრობ, განსაკუთრებულ სადამსჯელო ღონისძიებას გაატარებს მთავარი არხის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებულად ვაწუხებთ მათ. შეგახსენებთ, რომ წინა ჯერზე მარეგულირებელმა კომისიამ 112 ათასი ლარით დაგვაჯარიმა პუტინის გამოსახულების გამო” ამბობს “მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი.

ქართული ოცნება თავის სარჩელში ამტკიცებს, რომ “შინ ევროპისკენ” კლიპი პოლიტიკური რეკლამა იყო, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში გავიდა ეთერში და რაც კანონდარღვევაა.

ამ მოტივს ხელისუფლების მხრიდან დაცინვად აფასებენ “ტვ პირველში” და ბექაურის უწყებისგან არც ისინი ელოდებიან სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share