ოკუპირებულ ყირიმში, რუსულ ავიაბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ კრემლის პროპაგანდისტების აღაშფოთა. ისინი სოციალურ ქსელებში ისტერიულად ავრცელებდნენ უკრაინის საწინააღმდეგო კომენტარებსა და აფეთქების ვიდეოებს, თუმცა მოგვიანებით, “სტრატეგია” შეიცვალეს და აქტიურად ციტირებდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თითქოს აეროდრომზე დარტყმები არ ყოფილა, ტექნიკა არ დაზიანებულა და ა.შ.
UNIANM-მა შეკრიბა და გამოაქვეყნა კრემლის პროპაგანდისტების პროპაგანდისტული კომენტარები და განცხადებები სოციალურ ქსელებში.
“წითელი ხაზი, სად არის”? – დაწერა პუტინის ერთ-ერთმა გამორჩეულმა რუპორმა მარგარიტა სიმონიანმა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი გამოაცხადა, რომ სავარაუდოდ თავდასხმა არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა დივერსიას. ამის შემდეგ სიმონიანი კიდევ უფრო პოზიტიურ ნოტაზე გადაერთო და ხალხის დამშვიდება დაიწყო. ის ცდილობდა ყირიმელებისა და ტურისტების დარწმუნებას, რომ შეეძლოთ სანაპიროზე დაბრუნება – “ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე” – დაწერასიმონიანმა.
კრემლის კიდევ ერთმა ოდიოზურმა რუპორმა, ვოლოდიმირ სოლოვიოვმა, ემოციური კომენტარებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ რამდენიმე ვიდეო ვიდეო გამოაქვეყნა.
იური კოტიონოკმა, რომელიც საკუთარ თავს რუს სამხედრო მეთაურს უწოდებს, ჯერ გამოაქვეყნა პუბლიკაციების სერია იმის შესახებ, რომ შეიარაღებულმა ძალებმა აეროდრომს ნატოს ტიპის იარაღით დაარტყეს და რომ აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის ადგილიდან 20 კილომეტრში, სახლები ზანზარებდა.
თუმცა, მოგვიანებით მან დაიწყო იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და მსხვერპლი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ, 2014 წლიდან ანექსირებულია. დღეს ნოვოფედოროვკაში რუსეთის სამხედრო ავიაციის აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებები იყო. ოკუპანტი ქვეყანა ამტკიცებს, რომ მხოლოდ რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 5 ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ტელეგრამ არხზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ქვეყნის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი.