უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 10 აგვისტომდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 42 800;
- ტანკი – 1 832;
- ჯავშანტექნიკა – 4 086;
- საარტილერიო სისტემა – 971;
- სარაკეტო სისტემა – 261;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 133;
- თვითმფრინავები – 232;
- ვერტმფრენი – 193;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 766;
- საკრუიზო რაკეტები – 185;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 005;
- გემი/ნავი/კატარღა – 15;
- სპეციალური აღჭურვილობა – 89.