მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს “ქართული ოცნების” მოთხოვნას, რომ კომუნიკაციების კომისიამ სამი კრიტიკული მაუწყებელი – “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “ტვ პირველი” დაასანქციროს. საქმე ეხება კამპანია “შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში გაშვების საკითხს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.
“ქართული ოცნების” შეფასებით, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული რგოლი [2] წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება “ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას. ამდენად, თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა
მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან”, – წერია განცხადებაში.
კოალიცია აღნიშნავს, რომ 2020 და 2021 წლებში კომისიამ “მთავარი არხი” უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის და თანაზომიერების პრინციპების სრული უგულვებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებები კოალიციის მიერ ცენზურის მცდელობად შეფასდა.