რა ფილმებს უყურებენ საახალწლოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

სხვადასხვა ქვეყანაში ახალი წლის შეხვედრის საკუთარი ტრადიციები აქვთ, მაგრამ თითქმის თითოეულში, ისევე როგორც ჩვენთან, წლიდან-წლამდე ამოჩემებულ საახალწლო ფილმებს უყურებენ. საინტერესოა, რა გადის სხვა ქვეყნების ტელევიზიებში, მაშინ, როცა ქართულ ტელეეკრანებზე „კუჩხი ბედინერი“ უკვე მრავალი წელია შეუცვლელია. 

ჩვენ, სწორედ ასეთ ფილმებს მოვუყარეთ დღეს თავი:

„რეალური სიყვარული“ – დიდი ბრიტანეთი 

ეს ფილმი არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მსოფლიოშიც ძალიან უყვართ. ლამაზი, ემოციებით, სითბოთი და ძლიერი სამსახიობო შემადგენლობით სავსე ფილმი ნამდვილად რომ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

„ეს მშვენიერი ცხოვრება“ – აშშ

მთავარი ამერიკული საშობაო ფილმი, რომელის ყურებაც ეროვნულ ტრადიციად იქცა. ფრენკ კაპრამ ამ ფილმის გადაღებისთვის ოქროს გლობუსი მიიღო.

„90-ე დაბადების დღე ან ვახშამი ერთისთვის“ – გერმანია


ეს სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტელეგადაცემაა. 1963 წელს, გერმანულმა არხმა – NDR პიესის -„ვახშამი ერთისთვის“ დადგმა ჩაწერა. შავ-თეთრი კომედიური ტელესპექტაკლი 1988-დან 1995-წლამდე ყველაზე პოპულარულ გადაცემად იქცა. ის ტელევიზიით 3300-ზე მეტჯერ აჩვენეს.

„სანტა გასაყიდად“ – ფინეთი

ეს არაორდინალური ფილმი კოლორიტული პერსონაჟებით, კეთილი იუმორით და დაუვიწყარი ატმოსფეროთი ფინეთში საახალწლოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„სასწაული 34-ე ქუჩაზე“ – კანადა

კიდევ ერთი ძველი კინოჰიტი – ისტორია იმის შესახებ, რომ თითოეულ ჩვენგანში სანტა-კლაუსი ცოცხლობს, მაგრამ ვიღაცას ეს როლი გაცილებით მეტად უხდება. ჯორჯ სიტონის 1947 წლის ფილმის მიხედვით რამდენიმე ახალი კინოსურათიც გადაიღეს.

„შობა, რომელიც ლამის არ დადგა“ (Il Natale che quasi non fu) – იტალია

იტალიური კომედიური ფილმი, რომელსაც 1970-იანი წლებიდან რეგულარულად აჩვენებდნენ ტელევიზიით შობა-ახალ წელს და დღემდე იტალიელებში დიდი სიყვარულით სარგებლობს.

 

წყარო: etaloni.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share