ჩვენი ხალხი ითხოვს სამართლიანობას! ამ ხალხს უნდა დავუბრუნოთ თავისი ხმა- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დასძენს, რომ ხალხის სიღარიბის დაძლევა და მათი უფლებების დაცვა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ის ასევე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას და მის ლიდერებს, გაიშალონ რეგიონებში.
„თქვენ ბევრად მეტი შესაძლებლობები გაქვთ, ვიდრე მე სკაიპით და ტელეფონით დაკავშირებისას და ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ჩვენს ხალხშია ჩვენი ძალა, ჩვენს ხალხს წაართვეს არჩევანი, ჩვენი ხალხი ითხოვს სამართლიანობას! ამ ხალხს უნდა დავუბრუნოთ ჩვენ თავისი ხმა, თავისი უფლებები და დავაძლევინოთ სიღარიბე და უკანონობა და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე – საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს!“ – აცხადებს სააკაშვილი.