”21-ე საუკუნის “ხიდი” როგორც ასეთი – ოგზოდ, უხიდოდ, მდინარის მეორე მხარეს დარჩენილი 3 ოჯახი”- ნიკოლაშვილი

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი სოფელ ბახვში მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი სამი ოჯახის შესახებ წერს. ნიკოლაშვილის განცხადებით, ხიდის დაზიანების შემდეგ საცალფეხო ხიდით სარგებლობს:
”21-ე საუკუნის “ხიდი” როგორც ასეთი – ოგზოდ, უხიდოდ, მდინარის მეორე მხარეს დარჩენილი 3 ოჯახი.
უბრალოდ ერთი დღის სარესტორნო მომსახურებაზე რომ თქვან უარი ბიუჯეტის ხარჯზე, ის თანხა ეყოფა აქ ხიდის გაკეთებას.
სასცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს, როცა აი ასეთი პრობლემის მოგვარება თვეობით იწელება.1000 – 2000 ლარი , რამდენი უნდა დაჭირდეს ამ პრობლემის მოგვარებას ? რად უნდა ამას ფოტოების გადაღება, კომისიები, ბიუროკრატია და სისულელეები ? უბრალოდ მოდით და გააკეთეთ!
მის: ოზურგეთი, სოფელი ქვედა ბახვი.” წერს ნიკოლაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share