ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, მსოფლიოში ახალი კოვიდაფეთქება და ამ მხრივ, არც საქართველოში იქნება სახარბიელო მდგომარეობა.
„პირველებმა იცოდით და იცით, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში და საქართველოში… მსოფლიოში ახალი კოვიდაფეთქება წამოვიდა ზუსტად იმის გამო, რომ პოლიტიკოსები არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. კაცობრიობას აქვს ყველა სათანადო იარაღი, რომ ვაკონტროლოთ ეს ვერაგი ვირუსი, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ…
საქართველოს შეუძლია, თავიდან აიცილოს ეს უბედურება, მაგრამ ჯიუტად „ყველასი ერთად“ – პოლიტიკოსების, ბიზნესმენების და დიასახლისების დაკვეთით სახელმწიფო გვეუნება: „კოვიდ სიტუაცია შემთხვევების კლებისკენ მიდის“, „კოვიდი აღარ არის“, „ახლა სეზონური გრიპი თუ ვირუსია (შუა ზაფხულში, თვითონაც ვერ ჩამოყალიბდნენ) და „უცნაური ფილტვების ანთებაა“ გავრცელებული.
დიახ, მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად.
და ბოლოს, ვინც ამბობს: „დავიღალეთ“, „ნევროზი დაგვმართე“, „ფსიქოლოგიურ ზეწოლას ნუ აკეთებ“ და ასე შემდეგ, ამ ადამიანებს ვურჩევ, კოვიდით გარდაცვლილთა ოჯახებში პანაშვიდს დაესწარით, არაფერი არ თქვათ, უბრალოდ, დადექით 10 წუთი… საერთოდ, როცა საუბრობთ ან ფიქრობთ ეგეთ რაღაცაზე, გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლეზე“, – წერს გიორგი ფხაკაძე.