პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მისი რეაქცია ამაზე არის დუმილი.
„სიჩუმე-დუმილი, აი ეს არის ჩემი რეაქცია, იმ დიდი ბოროტების საზიზღრობის მიმართ ვისაც დუგინი ჰქვია, არც ეს მისი შვილი აკლებდაო, დიახ. ჩემი რეაქცია ამ აფეთქების გამო კი ასეთია, სიჩუმე -დუმილი, მაგრამ არც ნიშნისმოგება, არც კანონზომიერებაზე საუბარი, არც სამძიმარი, არც არანაირი წუხილი, არც, არც, არც – ეს უფლის საქმეა, ეს იმ კოსმოსური დიდი ენერგეტიკის (ცოდვის) ტრიალია.
მე ახლა ვფიქრობ მხოლოდ “სიჩუმეზე”, რომელიც ხმაურზე ბევრად ძლიერია შემზარავია და შემზარავია უკვე მთელი შეშლილი სამყარო , კითხვა-პასუხზე აღმოცენებული ,დატრიალებული დიდი ცოდვები, რომლითაც დედამიწა ძლიერ შეწუხდა და დამძიმდა. ახლა კი ერთი წამით , კარგი იქნებოდა ყველასთვის,
როგორც მამაჩემი ჯანსუღი იტყოდა:
“ყური მიუგდე მეგობარო იმ დიდი სიჩუმეს,
იგი სავსეა ტალღის ხმაურით,
იგი სავსეა ტალღის ხმაურით და სინანულით”… მგონი ცოტა ხნით უნდა იყუჩოს ადამ და ევას ნაშიერმა…“ – წერს თაკო ჩარკვიანი.