მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ 84 წლის იუბილეზე მოწყობილი გრანდიოზული კონცერტის შემოსავლით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიკროავტობუსი უყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა “უნიანი” ავრცელებს.
“გულითადი მადლობა ვახტანგ კიკაბიძეს, იმ ადამიანის საქციელისთვის, რომელსაც გული სტკივა უკრაინის გამო და ისურვებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებას რუს ოკუპანტებზე”, – აღნიშნულია გენერალ დაშკევიჩის სახელობის 26-ე საარტილერიო ბრიგადის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინელები მადლობის სიტყვებს არ იშურებენ კომენტარებში:
“მადლობა ღირსეულ ადამიანს!”
“დიდი მადლობა ამ საქციელისთვის!”
“ის დიდი ადამიანი და ჩვენი დიდი მეგობარია!”