ბუბა კიკაბიძემ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიკროავტობუსი აჩუქა

მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ 84 წლის იუ­ბი­ლე­ზე მო­წყო­ბი­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის შე­მო­სავ­ლით უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი უყი­და. ამის შესახებ ინფორმაციას უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა “უნი­ა­ნი” ავრცელებს.

“გუ­ლი­თა­დი მად­ლო­ბა ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს, იმ ადა­მი­ა­ნის საქ­ცი­ე­ლის­თვის, რო­მელ­საც გული სტკი­ვა უკ­რა­ი­ნის გამო და ისურ­ვებს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას რუს ოკუ­პან­ტებ­ზე”, – აღნიშნულია გე­ნე­რალ დაშ­კე­ვი­ჩის სა­ხე­ლო­ბის 26-ე სა­არ­ტი­ლე­რიო ბრი­გა­დის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მად­ლო­ბის სი­ტყვებს არ იშუ­რე­ბენ კო­მენ­ტა­რებ­ში:

“მად­ლო­ბა ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს!”
“დიდი მად­ლო­ბა ამ საქ­ცი­ე­ლის­თვის!”
“ის დიდი ადა­მი­ა­ნი და ჩვე­ნი დიდი მე­გო­ბა­რია!”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share