რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დარია დუგინა სიკვდილის შემდეგ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გამბედაობის თავგანწირვისა და მამაცობის ორდენით დააჯილდოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება პუტინმა დღეს მიიღო.
ცნობისთვის დღეს, ვლადიმერ პუტინმა დუგინას მკვლელობა “სამარცხვინო და სასტიკი დანაშული” უწოდა. მისი თქმით, დუგინა პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს, სამშობლოს და დაამტკიცა, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი.
შეგახსენებთ, რომ დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა თავდასხმაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები დაადანაშაულა.