NYT: 300-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი ინახებოდა ტრამპის სახლში

აშშ-ის ყოფილი  პრეზიდენტი  დონალდ ტრამპი ფლორიდაში მდებარე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში  მინიმუმ 300 საიდუმლო დოკუმენტს ინახავდა.  ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, იანვარში 150-მდე საიდუმლო დოკუმენტი თეთრი სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა გადასცა აშშ-ს ეროვნული არქივისა და ჩანაწერების ადმინისტრაციას, ზოგი  საიდუმლო ინფორმაცია ტრამპის წარმომადგენლებმა გადასცეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს ივნისში.

დანარჩენი კი ამოიღეს აგვისტოს დასაწყისში მარ-ა-ლაგოში ჩხრეკისას.

გაზეთი  აღნიშნავს, რომ ამჟამად აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აქვთ ტრამპის მიერ დაცული მასალების 26 ყუთი.

დაბრუნებულ საიდუმლო მასალებს შორის იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დოკუმენტები.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share