„დღეის მდგომარეობით ოზურგეთში 778 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა დასაქმებული“- ოზურგეთის მერი

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაიწყო სოციალურად დაუცველი   ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება“, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ოზურგეთში მცხოვრები და რეგისტრირებული 778 სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეა დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოზე.

„ მინდა მოგაწოდოთ ფაქტობრივი ინფორმაცია დასაქმების მაჩვენებლებზე. გარდა იმისა, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ადგილზე ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების და შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს  – მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაიწყო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება. დღეის მდგომარეობით ოზურგეთში მცხოვრები და რეგისტრირებული 778 სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეა დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოზე.

მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის,”- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share