სოფელ შრომაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ოზურგეთის მერია დახმარებას გაუწევს.
დღეს, სოფელ შრომაში თემურ მჟავიას სახლი დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე მივიდა და დაზარალებული ოჯახი მოინახულა.