დაიღუპა 5 ადამიანი, არიან დაშავებულებიც – თურქეთში ტურისტული ავტობუსი კლდიდან გადავარდა

თურქეთში ტურისტული ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა.

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Milliyet ავრცელებს და წერს, რომ მიზეზი ავტობუსის მუხრუჭის დაზიანება გახდა, რის გამოც მძღოლმა კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და კლდიდან გადავარდა.

გამოცემის ცნობითვე, ადგილზე დაიღუპა მძღოლი და ორი მგზავრი. კიდევ ორი მგზავრი კი საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share