ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან ბაჩო ახალაძე ბახმაროში უკანონოდ აშენებული სახლების შესახებ წერს. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია აპირებს რამდენიმე სახლის დემონტაჟს და შესაბამისი ჯარიმების დაკისრებას:
” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით ბახმაროში 935 უკანონოდ აშენებული სახლია ..
მიმდინარეობს რამდენიმე სახლის დემონტაჟი და შესაბამისი ჯარიმების დაკისრებაო და ა.შ .. ახლა ვის სჯერავს, ამ სახლების დანგრევის სისრულეში მოყვანის, ეგ ცალკე თემაა, და თქვენი უფლებაა დაიჯერებთ თუ არა..
სახლების უმეტესობა 2019-2022 წწ არის აშენებული..
საინტერესოა, ამ პერიოდის განმავლობაში ვინ მფარველობდა უკანონო სახლების მშენებლობას და დღემდე რატომ არ ინტერესდება შესაბამისი სამსახურები,რომ ამ პირებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.” წერს ახალაძე.