ირანმა რუსეთს გაუგზავნა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ირანიდან ტვირთი ჯერ კიდევ 19 აგვისტოს წაიღეს.
საუბარია სულ მცირე ორი სახეობის უპილოტო საფრენ აპარატზე, Mohajer-6-სა და Shahed-ზე, რომლებსაც რადიოლოკაციური სისტემების, საარტილერიო დანადგარების და სხვა სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იყენებენ. როგორც The Washington Post წერს, ირანული დრონების პირველმა გამოცდამ რუსი სამხედროების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათი ნაწილი ხარვეზიანი აღმოჩნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთი აპირებს ირანისგან შეიძინოს რამდენიმე ასეული აპარატი.