ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია NATIVE GEORGIA და NOVA hydro myninig-ის დამფუძნებლის, ვასილ ბაბლუანის მხარდაჭერით ჩოლურის თემში ტრადიციული დღესასწაული ,,ედიყობა” ჩატარდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დღესასწაული დილიდან ედიყის ამაღლების ტაძარში წირვით დაიწყო და სხვადასხვა სპორტული აქტივობებით გაგრძელდა. შეჯიბრი სპორტის ორ სახეობაში – დოღსა და ფრენბურთში გაიმართა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და სიგელებით.
„პირველ ადგილზე გასულ მხედარს საჩუქრად კვიცი ერგო, მეორე ადგილოსანს უნაგირი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს სამონადირეო მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. ასევე ფრენბურთში გამარჯვებულებს საჩუქრად სოლიდური თანხა გადაეცათ.
სახალხო დღესასწაულზე,სვანური ქუდებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. კომპანია NATIVE GEORGIA-მ მოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სვანური, ტრადიციული ხორცპროდუქტებით უმასპინძლა.
ტრადიციული და სახალხო დღესასწაული ,,ედიყობა“ მომავალში ამაღლების დღესასწაულზე გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.