“გეგონებათ, რომ ახალი ნივთების ყიდვით წინ მიდიხართ… ამასობაში კი, მალე უსარგებლო ბებრები იქნებით…” – ურუგვაის ლეგენდარული პრეზიდენტის რჩევები

ყველაზე ღარიბ პრეზიდენტად ცნობილი, ურუგვაის მეორმოცე პრეზიდენტი – ხოსე მუხიკა ახალგაზრდებს სასარგებლო რჩევას აძლევს. აი, რას ამბობს ის, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში.

ხოსე მუხიკა: თუ ცხოვრებას რამე აზრს არ მისცემთ, არ იდარდოთ, ამას თქვენ მაგივრად ბაზარი გააკეთებს. და მთელი ცხოვრება ყოველთვიური შენატანების გადახდაში გაილევა. თან გეგონებათ, რომ ახალი ნივთების ყიდვით წინ მიდიხართ. ამასობაში კი მალე უსარგებლო ბებრები იქნებით.

მეორე ალტერნატივა ისაა, რომ ცხოვრების ნაწილი დახარჯოთ უტოპიისთვის ბრძოლაში, უკეთესი საზოგადოების შენებაში მათთვის, ვინც ამ ქვეყანაზე თქვენს შემდეგ მოვლენ. მაგრამ ეს შეგნებული არჩევანია, რომელიც დღეს უნდა გააკეთო. და თუ ამ არჩევანს შეგნებულად არ გააკეთებ, მაშინ გაუცნობიერებლად ცხოვრება მიწაზე დაგანარცხებს. და დაიჯერებ, რომ პროგრესი ნიშნავს მოტოციკლეტის რაიმე მანქანით ჩანაცვლებას, მერე ამ უბრალო მანქანის “აუდიში” გადაცვლას და ა.შ.

ეჰ… ეს არჩევანი გასაკეთებელია. ალბათ, როცა მოხუცდები და რევმატიზმი და ძვლების ტკივილი ბოლოს მოგიღებს, ერთ მშვენიერ დღეს სარკეში ჩაიხედავ და საკუთარ თავს შეკითხვას დაუსვამ, ხომ არ ვუღალატე ბავშვს, რომელიც ჩემშია? მაგრამ უკვე გვიანი იქნება.

primetime.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share