რით არის გამოწვეული საქართველოდან მოსახლეობის დიდი რაოდენობის ემიგრაციაში წასვლა? – ეკონომისტი განმარტავს

ეკონომისტი, ოთო აბესაძე განმარტავს, თუ რით არის გამოწვეული საქართველოდან მოსახლეობის დიდი რაოდენობის უცხოეთში გადინება.

“მიგრაციის დიდი ნაკადი თავიდან ბოლომდე გამოწვეულია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით.

გვაქვს 10.9% – იანი ინფლაცია.
საქონლისა და მომსახურების ფასი, რასაც მოვიხმართ თვიდან თვემდე საშუალოდ 10% – ით ძვირდება.
საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი ოფიციალურად 1448 ლარია, ხოლო რეალური პოპულაციით (საშუალო ჰარმონიული შეწონილით) საშუალო ხელფასი 956 ლარს შეადგენს.
მხოლოდ ამ სამი ეკონომიკური პარამეტრის კორელაციით საქართველოს მოსახლეობა თვიდან თვემდე საშუალოდ 10% – ით ღარიბდება.
არსებულ ეკონომიკურ პარამეტრებში ადამიანს შემოსავალი საარსებოდაც არ ყოფნის. (სურსათი, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და ა.შ)
ძლიერი ეკონომიკის გარეშე, არცერთ ქვეყანას არ აქვს პოზიტიური მომავალი”, – წერს ოთო აბესაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share