ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი რუსეთის ფედერაციაში შემავალი რეგიონების თვითმობილიზაციის ინიციატივით გამოდის – არ არის საჭირო კრემლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების ლოდინი – ამბობს კადიროვი გავრცელებულ ვიდეოში და რუსეთის ფედერაციაში შემავალ სუბიექტებს მოუწოდებს, “დაამტკიცონ მზადყოფნა, დაეხმარონ სახელმწიფოს”.
“მიმაჩნია, რომ რეგიონის თითოეულ ლიდერს შეუძლია მოამზადოს და დააკომპლექტოს მინიმუმ ათასი მოხალისე. ერთი რეგიონისთვის ეს არც ისე დიდი რიცხვია, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც უნდა შეასრულონ დასაწყისისთვის, მაგრამ ეროვნული მასშტაბით, ეს არის შთამბეჭდავი სამხედრო კონტინგენტი 85 ათასი ადამიანისგან შემდგარი, თითქმის არმია!
სპეცოპერაციის ამოცანების გადაჭრის საკითხი შესაძლოა უმოკლეს დროში დაიხუროს.” ამბობს კადიროვი.