“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და “არაკაცის არაკაცოს” უწოდებს. მანამდე კობახიძემ მას “კაცის კაცი” უწოდა და თქვა, რომ მას ყველა სიტყვა შეესაბამება, რომელიც ასო უ-ზე იწყება.
მელია წერს, რომ “ოცნებისთვის” შესაბამისი ასოს შერჩევას ამომრჩეველს მიანდობს.
“კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ.
კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა – მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს.
ჰოდა, არაკაცის არაკაცო!
უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას.
დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდით თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ”, – წერს ნიკა მელია.