“პულსზე გვიჭირავს ხელი, ვართ თავდაჯერებულები”

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალ კვლევას ეხმაურება:

„თქვენ გახსოვთ, რომ ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ხოლმე ასეთი კვლევები და ეს ხდება სპეკულაციების საფუძველი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე, წინა შემთხვევაშიც ასე მოხდა, საპარლამენტო არჩევნების დროს, მანამდეც ასე ხდებოდა. ამასობაში, რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო 6 სხვადასხვა მსხვილი არჩევნები. ამ შემთხვევაშიც, ძალიან კარგად ვიცით, რა არის დღევანდელი მდგომარეობა, ჩვენ გვაქვს ამაზე ინფორმაცია – პულსზე ხელი გვიჭირავს. აქედან გამომდინარე, აქაც ვართ თავდაჯერებულები.

რაც შეეხება თვითმმართვლობის არჩევნების შედეგებს, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგება და ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა. იგივე თბილისის მაგალითზეც რომ ვთქვათ, ყველა არის დარწმუნებული, რომ კახი კალაძე მოიგებს დედაქალაქის მერობის არჩევნებს,თუმცა, მას სჭირდება ძლიერი გუნდი და უმრავლესობა საკრებულოში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელოვანს ვანიჭებთ, როგორ მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს, როგორც მაჟორიტარული კუთხით, ასევე პროპორციული სისტემით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share