რუსეთის უზენაესმა სასამართლომ როსკომნადზორის სარჩელზე დაფუძნებით Novaya Gazeta-ს ვებგვერდის მედიის ლიცენზია უკან გაიწვია. 5 სექტემბერს ლიცენზია გააუქმეს გაზეთის ბეჭდური ვერსიისთვის.
როსკომნდაზორმა ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა ორი ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ, რომელიც უცხო აგენტების სიაში შეყვანილი ორგანიზაციის ხსენებისას შესაბამისი მარკირების გაკეთებას ეხებოდა. რედაქცია ცდილობდა, გაესაჩივრებინა გაფრთხილებები ჯერ კიდევ გაზაფხულზე, თუმცა განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.
Novaya Gazeta 1993 წლიდან გამოდიოდა. რედაქციას ხშირად მიუღია ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოები საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობისთვის. მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გაწეული ძალისხმევისთვის. მარტში რედაქციამ მუშაობა შეაჩერა, რის მიზეზადაც სამხედრო ცენზურა დასახელდა.
მიუხედავად ამისა, გაზეთის საიტი და აპლიკაციები დაბლოკილი იყო. გარდა ამისა, როსკომნადზორმა დაბლოკა “Novaya Gazeta. Europe”-ის ვებგვერდი, რომელიც რიგაში რედაქციის ყოფილმა თანამშრომლებმა დააფუძნეს.