მომღერალი, მეგი გოგიტიძე ნოემბერში რუსეთში კონცერტების ახალ სერიას გამართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგიტიძე სოლო კონცერტებს 9 ნოემბერს მოსკოვში, 11 ნოემბერს ნიჟნი ნოვგოროდში და 17 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე გოგიტიძემ ოკუპანტ ქვეყანაში კონცერტებით უკვე იმყოფებოდა. ამის გამო, ბათუმში ერთ-ერთ კლუბში გოგიტიძის კონცერტი გაუუქმეს. კიდევ ერთი კონცერტი გაუქმდა სოჭში, რომელიც 29 ივლის უნდა გამართულიყო.
კონცერტებზე დასასწრების ბილეთების ღირებულება 60-565 ლარამდეა.