მძღოლი, რომელიც გუშინ უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟს დაეჯახა, სტიმულატორების ზემოქმედების ქვეშ იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“ადამიანს, რომელიც მართავდა, ჰქონდა გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები. იყო გარკვეული სტიმულატორები”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი ავარიაში გუშინ საღამოს კიევთან ახლოს მოყვა. პრეზიდენტმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. იმ ავტომობილის მძღოლი კი, რომელიც პრეზიდენტის კორტეჟს დაეჯახა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
tia.ge