შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარიმო ქვითრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, თუ სამართალდამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ვერ მოხერხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი საჯაროდ გამოქვეყნდება შსს-ს საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე.
ხაზგასასმელია ისიც, რომ მსგავს შემთხვევებში, საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საჯაროდ გამოქვეყნებული ქვითრების სანახავად გადადით ამ ბმულზე.