ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასა და პარტიის მომავალზე ერთგვარ შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს.
“მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში.
კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი.
შესაბამისად, ერთის მხრივ პირადი ვალდებულება ძალას კარგავს და მეორეს მხრივ ჩნდება ამ ტრაგი-კომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება.
ეს მოცემულობა განაპირობებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებს.”