”ჩემთვის გახარია არის პრინციპულად მიუღებელი. რამე ოთახი კი არ გავხსენით, სადაც შემოშვების პრინციპია. აქ არის საუბარი საერთო მიზანზე, საერთო მრწამსზე და საერთო ფასეულობებზე თუ ვის აქვს. მე არ ვხედავ რომ გიორგი გახარია, რომელიც პასუხისმგებელია ბევრ საპირისპირო რამეზე და ევროპაში მსვლელობას მანაც შეუშალა ხელი 20 ივნისით, მე მას თანამებრძოლად ვერ ვხედავ.გიორგი გახარია თუ ჩათვლის, რომ ემსახურება ევროპულ პერსპექტივას და ამას გააკეთებს ხალხისთვის სარწმუნოდ, ეს ჩემი საქმე არ არის. ამასთანავე ალეკო ელისაშვილი დღეს არის „ქართული ოცნების“ სატელიტი. თავს ვერ მოვიტყუებთ, პირდაპირ ვამბობ, ის არის „ოცნების“ სატელიტი.”
აღნიშნულის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარია ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.