“მე ზოგადად მგონია, რომ ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია არის არასწორი, ღრმად არასწორი საქციელი და საერთოდ გაუგებარია რას ისახავს მიზნად. ძირითადად, ეს ხდება კეთილი განზრახვებით, მაგრამ მე არ მესმის ამგვარი კეთილი განზრახვების, რომ არ დაგიმალოთ. ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს, გარდა ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერების, არანაირი. თუ ჩვენ იმის იმედად ვაკეთებთ ამას, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება, უკეთესად დაიწყებს მუშობას, ასეთი ტიპის შეძახილებს, შედეგი არ მოაქვს. მე ამას ძალიან დიდი წუხილით ვამბობ და მგონია, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია. თუ ვინმე სუსტია, მეგობრებო, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიციაც და ყველაფერი დანარჩენიც. საზოგადოება დღეს სამწუხაროდ ასხივებს უღონობას, ფუსტრაციას და გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს, ეს არასწორია და თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია. ამიტომ მე მგონია უნდა შევეშვათ ოპოზიციას და სწორად წავიკითხოთ კვლევა”, – თქვა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიამ
მისი თქმით, ყველაზ მეტად საგანგაშო NDI-ის კვლევაში იყო ევროკავშირის მხარდაჭერის ინდექი, რომელიც შემცირდა. ნიკა გვარამია საზოგადოებას სთხოვა ამ მიმართულებით იფიქროს.
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის თქმით, მედია ყოველთვის მიყვება რეიტინგებს და ხალხის მთავარი ინტერესი არის ორი “მაგიური სიტყვა” – “ეს არის სამშობლო და ამაში იგულისხმება ევროინტეგრაციაც და ყველაფერი დანარჩენი და ეს არის დემოკრატია, არასდროს საქართველოში სოციალური საკითხების გამო ხელისუფლება არ შეცვლილა”.