მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს ტარიფი იყოს, რაც დღეს გვაქვს და ენერგოკომპანიებმა მუშაობა შეძლონ, 1000 კუბურ მეტრს 90 დოლარამდე ასუბსიდირებს სახელმწიფო, როდესაც 142 დოლარია თბოელექტროსადგურებისთვის. „ამის საშუალებას იძლევა ის დიდი მოთხოვნა, რაც აზერბაიჯანს ევროპაში აქვს მიწოდებული, დაახლოებით 17-18 მილიარდი კუბური მეტრის გატარებაზეა საუბარი. ის მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ძალიან გაიზრდება გატარებული გაზის რაოდენობა, იმას ნიშნავს, რომ სოციალური გაზი მოიმატებს და ტარიფი დარეგულირდება, ამიტომ მოლოდინი, რომ ჩვენთან ფასები შესაძლოა, გაიზარდოს, არ არსებობს, კომერციულზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ მოსახლეობისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება.
დაახლოებით 800-დან 900 კუბამდეა ე.წ. კომერციული გაზი და მისი შეძენის ფასი ჩვენს ბაზარზე დიდად არ მერყეობს. რაოდენობრივად იმდენად მცირეა ეს გაზი, რომ არც კი ღირს მისი თამაში. ასე რომ, წინაპირობა, რომ რადიკალური ცვლილება უნდა მოვახდინოთ გაზის ტარიფში, არ ჩანს“, – განაცხადა გია არაბიძემ.