დღეს უყურეთ პოლიციელების რეაქციას? როგორ საუბრობდნენ. ეს სტილია მათი. ანუ რიჟვაძეს ბაძავს ყველა. არ შეიძლება მქონდეს განცდა, რომ ეს პოლიციელები დაიცავენ წესრიგს_ ასე შეაფასა ენმ-ს წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა “ტვ პირველის”ეთერში, ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაცია.
“დღეს უყურეთ პოლიციელების რეაქციას? როგორ საუბრობდნენ. ეს სტილია მათი. ანუ რიჟვაძეს ბაძავს ყველა. არ შეიძლება მქონდეს განცდა, რომ ეს პოლიციელები დაიცავენ წესრიგს.
მე ძალიან დიდი გამოცდილება და კარგი მახსოვრობა მაქვს, სამწუხაროდ ბევრისთვის. ძალიან კარგად მახსოვს ედუარდ შევარდნაძის დროს ჩატარებული, ასეთი ტიპის ბრწყინვალე ოპერაციები, რომლებიც ვერ შეედრება ამ ოპერაციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება კარგი იყო”_ განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.