უშიშროება ბერა ივანიშვილის მეგობრებს უსმენდა – შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი

ბერა ივანიშვილის სამეგობრო წრე მოსმენაზეა აყვანილი –  სისტემის  კიდევ ერთი სკანდალური მხილება ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნისგან.

უცხოეთში გაქცეული გიორგი ირემაშვილი ,,ტვ პირველს” უყვება, რომ ოტოს ( მოსმენების სამსახურს) აკრძალული ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მოსმენა, ისინი ვიაიპ სიაში ჰყავდათ შეყვანილი. თუმცა,  სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს აინტერესებდა, რას ამბობენ და საქმიანობენ მისი შვილის მეგობრები, ამიტომაც მათი უკანონო თვალთვალი ნებადართული იყო.

”ვიპ ნომერი არის მაგალითად ბერა, რომ გინდოდეს მოსმენა, ვერ ჩართავ ბერას. მაგრამ რომელიღაცა კავშირი გამოვა ისე, რომელიღაცა კავშირი ჩართული გყავს ისე, რომ დაურეკავს ის ბერას და მოუსმენ ჩვეულებრივ.” – აცხადებს გიორგი ირემაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share