“ვერავინ წარმოიდგენდა ან იოცნებებდა ამ ქვეყანაში მანამდე, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი ასეთი დემოკრატიული და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, კულტურის მინსიტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა.
“ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ან იოცნებებდა ამ ქვეყანაში მანამდე, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი ასეთი დემოკრატიული და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა. მე არ ვიცი არის თუ არა ამის ანალოგი, რომელიმე სხვა ქვეყანაში. შეიძლება სკანდინავიის ქვეყნებში, რომელიც ომბუდსმენის სამშობლოა იქ შეიძლება იყოს რაღაც მსგავსი, ან მიახლოებული მაგრამ ეს არის მართლაც ძალიან დიდი ღიაობის მაჩვენებელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, იქაც არ იქნება ასეთი დემოკრატიული სახალხო დამცველის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, შესაბამისად ეს უნდა დავაფასოთ” – ამბობს თეა წულუკიანი