კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რუსეთში მობილიზაცია არის ღია მცდელობა მისცენ ადგილზე წარმოდგენილ მეთაურებს საზარბაზნე ხორცის მუდმივი ნაკადი, სხვა აზრი რუსეთის მობილიზაციაში უბრალოდ არ არის. მათ იგრძნეს, რომ წააგებენ და ცდილობენ უბრალოდ გადაწიონ ეს მომენტი, უზრუნველყონ რამე აქტიურობა ფრონტზე, დააყენონ ვინმე იარაღით ხელში დაღუპულების ნაცვლად. სამწუხაროდ, რუსული საზოგადოება ჯერ ვერ აცნობიერებს რუსეთის ხელისუფლების მთელ სისასტიკეს თავისი ხალხის მიმართ, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა რუსეთის თითოეულმა მოქალაქემ აღიაროს, რომ მისი საკუთარი სახელმწიფო ართმევს მას ყველაზე მთავარს – სიცოცხლის უფლებას
ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.