2022 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შინამეურნეობებისთვის საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა მხოლოდ ლომბარდულ ტიპის სესხებზე, სხვა საბანკო პროდუქტებზე კი განაკვეთები შემცირებულია.
კერძოდ, სებ-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (აგვისტოს სტატისტიკა):
- იპოთეკურ სესხები – 12.44 % (2021 წელი – 12.18 %);
- ავტოსესხი – 22.74 % (2021 წელი – 22,21%);
- ლომბარდული სესხი – 17,80% (2021 წელი – 19,85%);
- სამომხმარებლო სესხი – 18.82 % (2021 წელი – 18.60 %);
- სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 13.65 % (2021 წელი – 13,29%);
- სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 20.46 % (2021 წელი – 19.95 %).
რაც შეეხება ზოგადად საპროცენტო განაკვეთებს, 2022 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განაკვეთები გაზრდილია 12,3%-დან 13,6%-მდე, ზრდა შეინიშნება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე.
კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 15,7%-დან 16,2%-მდე მოიმატა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები გაუძვირდათ იურიდიულ პირებს და განაკვეთი 12.7%-დან 13.8%-მდე გაიზარდა. ხოლო ფიზიკური პირებისთვის სესხები წლიურად გაიაფდა. კერძოდ, 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18,2%-ს, ხოლო 2022 წლის აგვისტოში უკვე 17,7% -ს.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, ზრდა ფიქსირდება როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2022 წლის აგვისტოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 7,4%-ს, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 6,4% იყო. ამასთან, იურიდიული პირებისთვის განაკვეთი 6,7%-დან 7.6-მდე, ფიზიკური პირების სესხებზე კი 5,5%-დან 6,7%-მდე გაიზარდა.
bpn.ge