ასპინძაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენის ღონისძიებაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პარტიის იმედებსა და მომავალი გამარჯვების მზადყოფნაზე ისაუბრა. მისი თქმით, “ოცნების” გამარჯვება ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ჩვენი პარტია და მისი წევრები, ერთგული მებრძოლები და მხარდამჭერები კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ვემზადებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჩვენი ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება, – ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, ასპინძაში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილია.