“კადიროვს დიდი სიამტკბილობა აქვს ბიძინასთან და მის ხელისუფლებასთან” – გუბაზ სანიკიძე

”ეს ხელისუფლება საარმიო ასაკის რუსებს უშვებს ქვეყნაში, ეს შეთანხმება რუსეთსა და ოცნებას შორის როგორც ჩანს დიდი ხანია არის. კადიროვთან გადასარევად არიან გზის გაყვანაზეა საუბარი, კადიროვს ლამის წარმომადგენლობა აქვს აქ და დიდი სიამტკბილობა აქვს ბიძინასთან და მის ხელისუფლებასთან. ჩვენ ვართ დიდი საფრთხის წინაშე, 50 000 ბრძოლისუნარიანი მამაკაცია ჩვენ ქვეყანაში, ადამიანებად უნდა დავრჩეთ და ურდოს არ უნდა დავემსგავსოთ, ისე არ უნდა მოხდეს, რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყნა დავკარგოთ, 25 000 დან 27 000 მდე კერძო ბინის ნაკვეთი და ბინაა შეძენილი რუსეთის მოქალაეების მიერ. რუსები საკუთარ სიკვდილს გამოექცნენ უკრაინელების ხოცვას კი არა. დაანებონ ამ ქართველებმა სისულელეებს თავს, ფილტრი უნდა დაწესდეს და ჩაიკეტოს საზღვარი.”

ამის შესახებ დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ფორმულას ეთერში განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share