რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ ამის პრეცედენტი უკვე არსებობს.
სიტყვით გამოსვლისას პუტინმა დასავლური სახელმწიფოების ათწლეულებისა და ასწლეულების წინანდელ პოლიტიკაზე ისაუბრა და ამავე კონტექსტში ახსენა, რომ ამერიკამ ბირთვული იარაღი ორჯერ გამოიყენა იაპონიის წინააღმდეგ, ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის დროს.
ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მუქარა პუტინის მხრიდან უკრაინაში ომის დაწყების დღიდან არაერთხელ გაჟღერებულა. საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განცხადებისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო