რუსეთის არც ერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება, მაგრამ მან სამხედრო მარცხი აღიარა- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განთავსებულ თავის ახალ მიმართვაში წერს.
მიხეილ საკაშვილი აცხადებს, რომ მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ კიევთან დაიმსხვრა.
”რა თქმა უნდა, რუსეთის არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. მაგრამ გუშინ მაინც მოხდა მთავარის დემონსტრაცია – რუსეთს, უახლოეს პერიოდში, კიევის შტურმის აღარც ძალა აქვს და ვეღარც სურვილი. ეს კი მის სამხედრო მარცხს ნიშნავს.
რუსული არმიის უძლეველობის მითი კიევთან საბოლოოდ დაიმსხვრა. დღეს მარცხი აღიარა სეპარატისტების თავდაცვის მინისტრმაც. ამასობაში, უკრაინას ბრიტანეთიდან მიეწოდება მძიმე არტილერია, რაც მათ ტერიტორიების გასათავისუფლებლად ჰაერივით სჭირდება” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
გუშინ, სტამბულში გამართულ შეხვედრაზე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ კიევიდან შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს.