ყაზახეთი რუსეთს სამხედრო ტექნიკით ეხმარება, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა.
„ჩინეთში არის ბევრი საბჭოთა ტექნიკა, რომელიც იქ იყო მიტანილი. 2017 წლამდე მათ არმიას ბევრი ასეთი აღჭურვილობა ჰქონდა. სავსებით შესაძლებელია, რომ შანხაის სამიტზე, პუტინს შეეძლო ეს სამხედრო-ტექნიკური საკითხები განეხილა სი ძინპინთან“, – აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.
ჟდანოვმა დასძინა, რომ ამ ტექნიკის წარმოშობის მხოლოდ ორი ვერსია არსებობს.
„ან ჩინეთი ყაზახეთის გავლით უგზავნის რუსეთს სამხედრო დახმარებას, ან ყაზახეთი აწვდის რუსეთის ფედერაციას აღჭურვილობას თავისი ძველი საბჭოთა მარაგებიდან“, – დაასკვნა ექსპერტმა.