როცა ვერავინ ხედავს ფულს როგორ ხარჯავ, ძალიან ადვილია იქიდან ფულის სახლში წაღება, რბილად რომ ვთქვათ და „მოპარვა” ტერმინი რომ არ გამოვიყენოთ. ეს ორი ინტერესი ერთმანეთს ავსებს – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას გააკეთა.
„ცუდი ის არის, რომ პრაქტიკულად არასამთავრობო სივრცე საქართველოში გახდა ერთგვარი ჩაკეტილი. არის რამდენიმე, ოთხი თუ ხუთი, ძალიან მდიდარი ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლები ამ წლების მანძილზე 20-30 მილიონ ლარზე მეტია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.